ბათუმში საერთაშორისო კინოფესტივალის სიმბოლო დააზიანეს

ბათუმში ევროპის მოედანზე BIAFF-ის ცხენთევზა დააზიანეს. საერთაშორისო კინოფესტივალის სიმბოლო ქალაქის ცენტრში სამი დღის წინ დადგეს.
ფესტივალის მენეჯერის განცხადებით, ცხენთევზა სავარაუდოდ გუშინ დააზიანეს, ასევე მოპარულია გარე განათების ტრანსფორმატორი. ფაქტის შესახებ ზვიად ელიზიანმა სამართალდამცველებს შეატყობინა.
ბათუმის საერთაშორის კინოფესტივალი 16 სექტემბერს იწყება, წელს 40 სრულმეტრაჟიამი და 35 მოკლემეტრაჟიამი ფილმი იქნება წარმოდგენილი. ჩვენებების ერთერთი ლოკაცია სწორედ ევროპის მოედანია.
წყარო