Header Ads

მედია: რუსეთისა და სირიის სამხედრო ძალებმა იდლიბის პროვინციაზე ავიაიერიში მიიტანეს

თეირანის სამიტის შემდეგ, რუსეთისა და სირიის სამხედრო ძალებმა იდლიბის პროვინციაში საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას usnews-ი და Reuters-ი ავრცელებს.

ოპოზიციური ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე 60-ზე მეტი ავიაიერიში იქნა მიტანილი.

Reuters-ის ცნობით, თავდასხმის დროს, სულ მცირე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან ორი ბავშვია. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.

7 სექტემბერს თეირანში სირიის საკითხზე რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის დროს კოორდინირებულად იმოქმედებენ. შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბის დაბომბვას არ ემხრობა. თურქეთის პოზიცია სამხრივი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.