ვის რისი შეცვლა სურს მამიკინსის ანგარიშში
ანდრეს მამიკინსის ანგარიში საქართველოს შესახებ დებატების საგანი გახდა. ოპოზიციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ანგარიშის ავტორისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს. მოსაზრებების გასამყარებლად ისინი ბრიუსელში ჩავიდნენ. მმართველმა პარტიამ ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
მამიკინსი ამბობს, რომ მზადაა ყველა პრეტენზიის ავტორს მოუსმინოს. დოკუმენტი ერთგვარი შეჯამებაა, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის შესაფსებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში საამაყოა თითოეული ქართველისთვის, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა.
ევროპარლამენტმა საქართველოზე ანგარიშის შესწორებები და რეკომენდაციები კვირის ბოლომდე უნდა წარადგინოს.
ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა მოამზადა, ნათქვამია, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა საუბარია რეკომენდაციებზეც. ევროპელი დეპუტატები მასში რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდებიან.
მათთვის მიუღებელია ის ალტერნატიული დოკუმენტიც, რომელიც ქართველმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ნონა მიხეილიძემ წარადგინა. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დოკუმენტს კენჭი ნოემბერში უნდა უყარონ.
წყარო