რუსეთის ეკლესია: უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემთხვევაში მოსკოვი კონსტანტინოპოლთან კავშირს გაწყვეტს

მოსკოვის პატრიარქი კონსტანტინოპოლთან კავშირს გაწყვეტს, თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე I, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს. ამის შესახებ მოსკოვის პატრიარქის გარე საეკლესიო კავშირების ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა.
'როდესაც ასე უხეშად და ცინიკურად ერევიან ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეებში, ამას არამხოლოდ ჩიხში მიჰყავს საქმე, არამედ მართლმადიდებლური სამყაროში განხეთქილებას გამოიწვევს', - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის ეკლესია 'ეკლესიურ დიპლომატიას' კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან წყვეტს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დღეს კიევში თავისი წარმომადგენლები დანიშნა, რომლებმაც 'ავტოკეფალიის მინიჭებაზე უნდა იმუშაონ'.
თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის მიმართვას დააკმაყოფილებს, უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალიური ეკლესია კვლავ დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც ეს იყო 998 წლიდან 1686 წლამდე. კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს 1686 წელს შეუერთდა.
მოსკოვის პატრიარქი კონსტანტინოპოლთან კავშირს გაწყვეტს, თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე I, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს. ამის შესახებ მოსკოვის პატრიარქის გარე საეკლესიო კავშირების ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა."როდესაც ასე უხეშად და ცინიკურად ერევიან ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის საქმეებში, ამას არამხოლოდ ჩიხში მიჰყავს საქმე, არამედ მართლმადიდებლური სამყაროში განხეთქილებას გამოიწვევს", - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის ეკლესია "ეკლესიურ დიპლომატიას" კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან წყვეტს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დღეს კიევში თავისი წარმომადგენლები დანიშნა, რომლებმაც "ავტოკეფალიის მინიჭებაზე უნდა იმუშაონ".
თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის მიმართვას დააკმაყოფილებს, უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალიური ეკლესია კვლავ დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც ეს იყო 998 წლიდან 1686 წლამდე. კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს 1686 წელს შეუერთდა.წყარო
