მსოფლიო ბანკმა ინდონეზიას $1 მილიარდი გამოუყო

მსოფლიო ბანკმა ინდოენეზიის მთავრობას 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ფინანსური რესურსი სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებულ ორ კუნძულზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მოხმარდება.
პარალელურად კრედიტორების ფონდმა ქვეყანას გრანტის სახით 5 მილიონი დოლარი გამოიყო, რომელიც ასევე კუნძულების აღდგენით სამუშაოებზე დაიხარჯება.
ბოლო მონაცემებით, ინდონეზიაში მიწისძვრასა და ცუნამს 2091 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 4600 ადამიანი დაშავდა. დაკარგულად ითვლება 5 ათადამდე ადამიანი. განადგურდა 68 ათასი სახლი, ხოლო დევნილთა რაოდენიბა 78 ათასია.
28 სექტემბერს კუნძულ სულავესის სანაპიროზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მოგვიანებით მიწისძვრა განმეორდა და ამჯერად მისი სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდა იყო, რასაც ცუნამი მოჰყვა.
მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ კი, კუნძულ სულავესზე ვულკანიც გააქტიურდა.
წყარო