უგულავა: ქართული ოცნების 21 წევრი ევროპულ საქართველოს შეუერთდა

პარტია ქართული ოცნების 21 წევრი ევროპულ საქართველოს შეუერთდა. ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ ბრიფინგზე ილაპარაკა.
უგულავას განცხადებით, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, წალკასა და დმანისში პარტია 'ქართული ოცნების' ორგანიზაციის დამფუძნებლები აღარ უჭერენ მხარს მმართველ პარტიას და ევროპულ საქართველოს შეუერთდნენ.
„ეს ადამიანები თავის დროზე ჩვენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულები იყვნენ, თუმცა საერთო გვქონდა ერთი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლა. ამ ხალხმა თავის დროზე დააფუძნა „ქართული ოცნება“, იყვნენ საკრებულოს წევრები, აგიტატორები, კოორდინატორები და ბოლო პერიოდში ებრძოდნენ კორუფციასა და ნეპოტიზმს“,- განაცხდა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გახდა.
11 ოქტომბერს ლანჩხუთში, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები პარტია „ევროპულ საქრთველოს“ შეუერთდნენ, – ამის შესახებ ინფორმაცია პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიგი უგულავამ დაადასტურა. ამასთან, გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ სხვა წევრებსაც მოუწოდა, რომ მათ პარტიაში გაწევრიანდნენ.
პარტია 'ქართულ ოცნებაში' ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.
წყარო