ნათელმირონობის მადლის გამტეხი როგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს- მიტროპოლიტი მელქისედეკი
„სალომე ზურაბიშვილის არჩევა არ შეიძლება, ხალხნო! ნათელმირონობის მადლის გამტეხია, კაშიას ჯერ ბავშვი მოანათვლინა და მერე ცოლად გაჰყვა!“ ამის შესახებ საბერძნეთში მოღვაწე მიტროპოლიტმა მელქისედეკმა (დიაკონიძე) „ალიას“ განუცხადა.
რაც შეეხება პატრიარქის მოწოდებას მეუფეებისადმი, რომ თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან, მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ პატრიარქი ანგარიშს უწევს მმართველ ძალას. მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას პოლიტიკური პოზიცია და რატომ არ უნდა საუბრობდეს ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პრობლემებზე.
„რას ჰქვია პოლიტიკური განცხადება არ გავაკეთო?! რა, ჩემთვის მზე არ ამოდის?! სხვანაირად მცივა, ვხედავ თურა?! ჩემთვისაც ხომ იგივენაირად აღიქმება, რაც ამ ქვეყნად ხდება, რატომ არ უნდა ვისაუბრო?! ერთ–ერთი წმინდამამა ნიკოდემუსი ამბობს: ნურავინ დაუგდებს ყურს, თითქოს მართლმადიდებელთათვის სულერთი იყოს, რომელ პოლიტიკურ წყობაში ვიქნებითო.
უწმინდესს უნდა ეთქვა, რომ მიკერძოებულ პოლიტიკურ განცხადებებს არ ჰქონოდა ადგილი და არა, ზოგადად, პოლიტიკურ განცხადებებს. ყველა მეუფე უნდა ქადაგებდეს სიმართლეს ამბიონიდან. რა არის იმაში დასამალი დაგასაჩუმებელი, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა არ შეიძლება, ხალხნო! ნათელმირონობის მადლის გამტეხი როგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს. სისხლით ნათესაობა 6 თაობა გადადის, ნათლიმირონობა – 9. 9 თაობაკი არა, მეორეშივე გატეხა, თავისი შვილის ნათლიას გაჰყვა ცოლად. კაშიას ჯერ ბავშვი მოანათვლინა და მერეცოლად გაჰყვა. მერე რა, რომ ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია, გაირყვნა იქ, პარიზში ზნეობა“ განაცხადა მიტროპოლიტმა.
წყარო: „ალია“
