თელავის „ინტურისტს“ შლიან

თელავში ყოფილი „ინტურისტის“ შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. შენობა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებშია აგებული და თელავის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, სპეციალისტების აზრით, სეისმურად მდგრადი არ არის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ახალი პროექტით 12-სართულიანი შენობის ადგილას 5-სართულიანი სასტუმროს აშენება იგეგმება. სასტუმროს კონცეფციის მთავარი აქცენტები ღვინის თემატიკა და გასტრონომია იქნება. სასტუმროს მაკეტი იტალიელი არქიტექტორი მიქელე დელუკის პროექტით შეიქმნა.
პროექტის მიხედვით, ახალი სასტუმრო 130-ნომრიანი იქნება.
არსებული ინფორმაციით„ინტურისტის“ შენობის დემონტაჟი აფეთქების ნაცვლად, ხელით განხორციელდება.
ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის 10-13 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.
წყარო