საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი ნორვეგიას გადასცა

საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი ნორვეგიას გადასცა.
ცერემონიაზე ქართული და ნორვეგიული მხარეების წარმომადგენლებმა ისაუბრეს, განვლილი დღეები შეაჯამეს და მომავალი წლის გეგმები განიხილეს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის სიმბოლო, გრაგნილი ნორვეგიას საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა გადასცა.
ფრანკფურტში წიგნის ბაზრობა 9 ოქტომბერს გაიხსნა. ღონისძიებაზე საქართველო კონცეფციით „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ იყო წარდგენილი.
წყარო
