Header Ads

ცნობილია, რამ მოაწონა ჯონ ლენონს იოკო ონო

ჯონ ლენონი

9 ოქტომბერს ჯონ ლენონის დაბადების დღის მორიგი წლისთავის აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში მისი კიდევ ერთი ბიოგრაფია გამოიცა. წიგნის „ჯონ ლენონის მშფოთვარე ცხოვრება“ (Being John Lennon: A Restless Life) ავტორი ბრიტანელი ჟურნალისტი რეი კონოლია, რომელიც ჯონს პირადად იცნობდა და მასთან საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა. ახალი წიგნის ფრაგმენტები ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail-იმ გამოქვეყნა.

ტრაგიკულ დღეს, 1980 წლის 9 დეკემბერს, კონოლი ლონდონიდან ნიუ-იორკში ლენონის ახალგამოსული დისკის Double Fantasy-ის შესახებ მუსიკოსთან ვრცელი ინტერვიუს ჩასაწერად მიფრინავდა, რომ დილის „ახალ ამბებში“ მისი მოკვლის შესახებ შეიტო. ჟურნალისტმა ბილეთი გააუქმა და ნეკროლოგის წერა დიწყო, რომლის მოკლე ვარიანტიც მაშინვე გამოქვეყნდა. ახალი წიგნი ფატქობრივად ამ ნეკროლოგის სრული ვერსიაა.

მართალია წლისთავი მრგვალი თარიღი არ არის, რადგან Beatles-ის ლეგენდარულ წევრს 78 წელი შეუსრულდებოდა, თუმცა წიგნი ნიშნეულია იმით, რომ ახალ ბიოგრაფიაში ჯგუფის წევრების ბიოგრაფიის აქამდე უცნობი ისტორიებია აღწერილი, და მათ შორის ამომწურავი პასუხია ნებისმიერი ბიტლომანის კითხვაზე: რამ მოაწონა ჯონ ლენონს იოკო ონო?

როდესაც ჯონმა და იოკომ ერთმანეთი გაიცნეს, ერთი 25 წლის იყო, მეორე კი 33-ის. ცნობილი ახსნა, რომ მათ შორის განსაკუთრებული სექსუალური ლტოლვა არსებობდა არადამაჯერებელი ხდება, როდესაც კონოლი 1966 წელს ლონდონის გალერეაში მათი გაცნობის გარემოებებს აღწერს. ამ დღეს ონოს კონცეპტუალური გამოფენა იხსნებოდა.

„იმ მომენტისთვის მან არაფერი იცოდა ამ ქალის შესახებ, გარდა იმისა, რომ იოკო იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმს „საჯდომები“ (ფილმი ნომერი 4) და ამისთვის გაზეთში გამოქვეყნებული ჰქონდა განცხადება, ეძებდა რა „საჯდომებს, რომლებიც ინტელექტუალურად გამოიყურებოდა“. ამის შემდეგ მან ასეთი 365 საჯდომი გადაიღო“, - წერს კონელი.

„იყო ის გატაცებული იოკოთი? საეჭვოა. რომ ყოფილიყო იოკო ამის შესახებ გაიგებდა, რადგან ჯონი არასდროს თავის განზრახვებს არ მალავდა. მაგრამ იმავდროულად, ამ ქალში რაღაც დამაინტრიგებელი იყო. ის ზოგჯერ ნახევრად გიჟივით გამოიყურებოდა, ჰგავდა გამოცანას, ჯონი კი მანამდე მსგავსს არავის იცნობდა“.

კონოლი ამტკიცებს, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ ჯონი იოკოზე საერთოდ არ ფიქრობდა, მეტიც ის მისი გამოფენის გახსნაზეც არ მისულა, ვიდრე ეს „პატარა უცნაური იაპონელი“ მის ცხოვრებაში ხელხალა არ გაჩნდა, რომ იქ სამუდამოდ დარჩენილიყო. 

„იოკო ჯონის წერილებს უგზავნიდა და ამ გზით ცდილობდა თავის შეხსენებას. ის მისთვის იყო მულტიმილიონერი, რომელსაც უამრავი ფული ჰქონდა და ქალმა გადაწყვიტა, რომ მას თავის არტ-პროექტებს დააფინანსებნებდა. მოგვიანებით იოკო იტყვის, რომ მოსაზრება, თითქოს ის ჯონის დასდევდა, არასწორია. მაგრამ სხვები დაადასტურებენ, რომ ის მას მოსვენებას არ აძლევდა“, - აღნიშნავს კონოლი.

ბიოგრაფი წერს, რომ ერთი წლის შემდეგ ლენონი დანებდა და იოკოს გამოფენა დააფინანსა, მაგრამ გამოფენაზე თავად არ მივიდა. მიუხედავად ამისა იოკო არსად ქრებოდა და ერთხელაც, ყველასთვის და მათ შორის ლენონის ცოლის, სინტიასთვის მოულოდნელად, მივიდა Beatles-ების და ინდოელი გურუს მახარიში მაჰეშ იოგის თანაშემწესთან შეხევდრაზე. ის არამხოლოდ მივიდა ამ ღონისძიებაზე, არამედ შეხვედრის დასრულების შემდეგ დაუპატიჟებლად ჩაჯდა ლენონების მანქანაში და ფაქტობრივად აიძულა ისინი სახლამდე მიეყვანათ.

მოგვიანებით, ისინი იქცნენ ბრენდად „ჯონი და იოკო“ და ამ ბრენდის ქვეშ უამრავ უცნაურ არტ-იდეებს ახორციელებდნენ, - წერს კონოლი და ამ ყველაფერს, მათ შორის ჯონის იოკოზე დაქორწინების ფაქტს ხსნის იმით, რომ მუსიკოსს აღაფრთოვანებდა ის ფაქტი, რომ ცოლად „ავანგარდი მხატვარი-ინტელექტუალი“ მოიყვანა.

Beatles-ში ჯონი ყოველთვის აღიქვამდა თავს სოლისტად, მაგრამ თავის ახალ ცოლთან ერთად ის თავს ჯგუფის წევრად აღარ მიიჩნევდა. „მას შეეძლო ადგილი დაემკვიდრებინა ნამდვილ „მხატვართა“ შორის - სიტყვა, რომელსაც ის თავის თავზე ლაპარაკისას მუდმივად იყენებდა“, - აღნიშნავს კონოლი.

მოგვიანებით, ჯონიმ იოკოს მეი პენგთან უღალატა (წყვილის მდივანი) და სახლიდანაც წავიდა. კონოლი წერს, რომ ადიულტერი ძველი იაპონური ტრადიციების თანახმად, თავად იოკომ დადგა. ამ ტრადიციით ქალი თავად პოულობს საყვარელს ქმრისთვის, რომელმაც ცოლის მიმართ ინტერესი დაკარგა. კონოლი განმარტავს, თუ რატომ დაბრუნდა ჯონ ლენონი თავის მეორე ცოლთან ამ შემთხვევის შემდეგ.

„ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჯონი იოკოსთან თავს უფრო ჭკვიან ადამიანად გრძნობდა და არამხოლოდ როკ-ენ-როლის წარმომადგენელ მუსკოსად. შესაძლებელია ასევე, რომ მას არ შეეძლო ცხოვრება ისეთი ადამიანის გარეშე, რომელსაც რკინის ნებისყოფა გააჩნდა. იოკოსთან ძალიან რთული იყო ცხოვრება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ცოლის უზარმაზარ პატივმოყვარეობას და ქმრის დარი პოპულარობის სურვილს დაუპირისპირდებოდა. მანამდე, იოკო ყველაფერს თავის თავზე იღებდა - ის მართავდა სახლის საქმეებს, მოსამსახურე პერსონალს, ჯონის მაგივრად ესწრებოდა Apple [Records]-ის დირექტორთა საბჭოს სხდომებს. სინამდვილეში ის მისთვის დედა უფრო იყო, ვიდრე ცოლი“, - ასკვნის ჟურნალისტი.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.