ქართული ოცნების კვლევით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს
ქართულმა ოცნებამ შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქსირდა: სალომე ზურაბიშვილი: 27, გრიგოლ ვაშაძე: 10%, დავით ბაქრაძე: 9%, სხვა კანდიდატები 6%.
როგორც პარლამენტში ფრაქციაქართული ოცნების თავმჯომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას გამოკითხულთა 48%-ს.
შესაბამისად, ე.წ. ალოკაციის მეთოდით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები: სალომე ზურაბიშვილი: 53%, გრიგოლ ვაშაძე 19%, დავით ბაქრაძე 17%, სხვა კანდიდატები 11%. აღნიშნული მონაცემები იძლევა შემდეგი დასკვნების გამოტანის საშუალებას: სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, მეორე ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ ნაციონალური მოძრაობის ორივე შტოს, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს კანდიდატებს- განაცხადა მდინარაძემ.
წყარო
