Header Ads

სასამართლომ მწყემსი მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა

მალხაზ კობაური

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ამერიკელი ოჯახის, სმითების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

როგორც მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები კობაურის პატიმრობაში ყოფნას ამართლებს. 

18 ოქტომბერს საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება მალხაზ კობაურს ლორა სმითის გაუპატიურებას არ ედავება. 21 ივლისს „ქრონიკისთვის“ სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია. 

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ამერიკელი ოჯახის, სმითების მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

როგორც მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები კობაურის პატიმრობაში ყოფნას ამართლებს. 

18 ოქტომბერს საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება მალხაზ კობაურს ლორა სმითის გაუპატიურებას არ ედავება. 21 ივლისს „ქრონიკისთვის“ სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია. 

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს.წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.