Header Ads

ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის სრულყოფას სთხოვს

ირაკლი პეტრიაშვილი

საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს. პეტრიაშვილის თქმით, პროფკავშირები წლებია, ითხოვს, კანონის გავრცელებას ეკონომიკის ყველა სექტორსა და  საჯარო სამსახურებზე  და შრომის ინსპექციის უპირობო, ყოველგვარი სასამართლო ნებართვის გარეშე დაშვებას სამუშაო ადგილზე.

„ახალი რეგულაციების ამოქმედება დაგეგმილია მხოლოდ 2019 წლის სექტემბრიდან, მაშინ, როდესაც არ არსებობს რეალური დასაბუთება თუ რატომ არ უნდა ამოქმედდეს ის კანონის მიღებისთანავე. ამას გარდა,  შემოთავაზებული ცვლილებებით კვლავ არ არის გათვალისწინებული შრომის ინსპექციის მანდატის გავრცელება შრომით უფლებებზე, რაც ეწინააღმეგება ევროკაშირის სტანდარტებს, რომელიც არ მიჯნავს შრომის უსაფრთხოებას შრომითი უფლებებისგან. ამასთან, პროფკავშირების პრაქტიკაც ცხადად მოწმობს, რომ საწარმოო შემთხვევებს  ხშირად  სწორედ შრომითი უფლებების დარღვევა განაპირობებს და მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა ბუნებრივად შეუძლებელია. პროექტი არ ითვალისწინებს შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ გაძლიერებას და მის ცალკე დამოუკიდებელ იურიდიულ  სუბიექტად ჩამოყალიბებას ისევე, როგორც შრომის ინსპექტორების სტატუსის ცვლილებას, კერძოდ საჯარო მოხელის სტატუსის მინიჭებას, რაც ასევე, წარმოადგენს შსო-ს 81-ე კონვენციის იმპერატიულ მოთხოვნას. არ მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია კანონით განსაზღვრული  ნოვაციების შესახებ, რომლის მიხედითაც 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით და ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. დღემდე არ არის  დამტკიცებული აკრედიტირებული პროგრამა, რომელიც გავლილი უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების სპეციალისტს. მიგვაჩია, რომ ამგვარი მოცემულობა,  მომავალში ხელს შეუშლის აღნიშნული რეგულაციების დადგენილ ვადებში ამოქმედებას, როგორც ეს მოხდა მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციებთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, დროულად გადაიჭრება პრობლემური საკითხები და  ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაჩქარებულ რეჟიმში მიიღებთ“,  - ნათქვამია ღია წერილში.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობა ახალი მიღებულია და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან ​ამოქმედდა .

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.