Header Ads

გვენეტაძე ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართავს, რეგულაციების მიმართ პესიმისტურად არ განეწყონ

კობა გვენეტაძე

​„გთხოვთ ყველას, ასოციაციებს, ჟურნალისტებს რეგულაციებს ნუ შეხედავთ მხოლოდ ვიწრო ჭრილში“, -   ამის შესახებ კობა გვენეტაძემ განაცხადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საბანკო და სხვა ბიზნესასოციაციების პროგნოზი მშპ-ს ზრდის 3%-ით შენელებაზე, გადაჭარბებულად პესიმისტურია.

მისი თქმით, ვიწრო ჭრილში გააზრებით, სამომხმარებლო სესხებიდან გამოთავისუფლებული ფულის  ალტერნატიული არხი არ ჩანს, რაც არასრულყოფილ ანალიზზე მიანიშნებს, რადგან მცირე და მიკრო ბიზნესში გადანაცვლების ალბათობას საერთოდ არ მოიაზრებს.

ამასთან აღნიშნა, რომ სებ-ს რეგულაციების ეფექტის მოკლევადიან გავლენაზე არასდროს დაუმალავს, თუმცა  მთავარი გათვლა საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე კეთდება.

კობა გვენეტაძემ   სავალუტო იპოთეკის  აგრესიულად ზრდის  ბოლო ტენდენციაზე გაამახვილა  ყურადღება. ასევე  სავალუტო  სესხის შეზღუდვის მიზანშეწონილობაზე, რის დასტურად რეგიონის  გამოცდილება მოიხმო.

კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამომხმარებლო და სავალუტო იპოთეკური დაკრედიტების  ახალი კოეფიციენტები, მხოლოდ და მხოლოდ მსესხებლის დაცვას ემსახურება. მსესხებელმა თუ ვერ გადაიხადა სესხი,  ვერც ბანკი  დააბრუნებს დეპოზიტს.

'არ დაგვავიწყდეს,  რომ ფიზიკური პირების მიერ  სესხების არ დაბრუნება ამავე დროს ნიშნავს,   ბანკების მიერ ასევე ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების არ დაბრუნებას. აქ უკვე ზოგადად, ფინანსურ სრტაბილურობაზე ვსაუბრობთ', - ამბობს გვენეტაძე. 

ბანკირი ამბობს, რომ დღეს ხდება იმ დებულების შეფასება, რომელიც ჯერ მიღებული არ არის და რომელის პირველადი ვარიანტი მკვეთრად შეცვლილია. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.