თალიბებმა გავლენიანი ავღანელი მაღალჩინოსანი მოკლეს

ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში ერთ-ერთი გავლენიანი მაღალჩინოსანი, კერძოდ კი პოლიციის უფროსი აბდულ რაზექი მოკლეს. სროლა უსაფრთხოების საკითხზე მიმდინარე შეხვედრის დროს მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სროლა პროვინციის გუბერნატორის დაცვის წევრების ნაწილმა გახსნა. სროლისას გუბერნატორი და შეხვედრაში მონაწილე ორი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ავღანეთში ნატოს მისიის ხელმძღვანელი გენერალი სკოტ მილერი, რომელიც უვნებლად გადარჩა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა 'თალიბანმა' აიღო.
წყარო