მედია: ჯასტინ ბიბერი საიდუმლოდ დაქორწინდა

ცნობილი კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი და მოდელი ჰეილი ბოლდუინი საიდუმლოდ დაქორწინდნენ. ამის შესახებ თვითმხილველზე დაყრდნობით Daily Mail-ი წერს.
ისინი ბევერლი-ჰილზე მდებარე ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ შენიშნეს. მათ მიუახლოვდა თაყვანისმცემელი, რომელმაც იკითხა, დაქორწინდნენ თუ არა ისინი, რაზეც 24 წლის ბიბერმა და 21 წლის ბოლდუინმა დადებითი პასუხი გასცეს.
წყვილს ქორწილის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ჰეილი ბოლდუინი ამერიკელი მსახიობის ალეკ ბოლდუინის ძმისშვილია. მისი და ბიბერის რომანის შესახებ ცნობილი ივნისში გახდა.
წყარო