პუტინი ასახელებს პირობას, რა შემთხვევაში გამოიყენებს ბირთვულ იარაღს

რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მხოლოდ იმის შემდეგ, თუ დადასტურდება, რომ იგივე საშუალებით მის ტერიტორიაზე განახორციელეს დარტყმა. ამის შესახებ სადისკუსიო ფორუმ „ვალდაიზე“ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ ანგარიშსწორება გარდაუვალია და ის განადგურდება“, - თქვა პუტინმა.
მან ასევე განმარტა, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინის კონცეფციაში არ არსებობს პრევენციული ბირთვული დარტყმა და ამიტომაც, მოსკოვი ვერ გახდება „მსოფლიო კატასტროფის“ მიზეზი.
ოქტომბერში რუსეთის არმიამ სტრატეგიული ბირთვული ძალების სწავლება ჩაატარა.
წყარო