Header Ads

ჩერჩილის, პიკასოს, განდის ფოტოების ავტორი გარდაიცვალა

არა გიულერი

სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში 90 წლის ასაკში ცნობილი ფოტოჟურნალისტი არა გიულერი გარდაიცვალა. გიულეპმა კარიერა გაზეთ „ახალ სტამბოლში“ დაიწყო. 1961 წელს ის მსოფლიო ფოტოსააგენტო„მაგნუმის“ წევრი გახდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თავის დროზე ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდნენ იუსტონ ჩერჩილი, ინდირა განდი, მარლონ ბრანდო, სოფი ლორენი, ასევე სალვადორ დალი, პიკასო, ორჰან ფამუქი, ფედერიკო ფელინი და კიდევ მრავალი ცნობილი პოლიტიკოსი და კულტურის მოღვაწე.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.