იემენში ავიადარტყმას სულ მცირე ჩვიდმეტი ადამიანი ემსხვერპლა
საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედი კოალიციის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმას იემენში სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის რვა 1 ოჯახის წევრები არიან. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში ჰოდეიდას პროვინციაში 2 ავტობუსზე მიიტანეს, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ისინი სოფლიდან გაქცევას ცდილობდნენ, სადაც კოალიაციამ ხუსიტი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციას ახორციელებდა.
იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. კონფლიქტის მონაწილე მხარეები არიან შიიტური დაჯგუფება „ანსარ ალას“ მხარდამჭერები და არაბული კოალიციის ხელმძღვანელობით, სამთავრობო ძალები.
ამ დრომდე შეიარაღებულ დაპირისპირებას ქვეყანაში 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
წყარო