Header Ads

ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება უნდა და ეს შესაძლებელია

ნეიმარი

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ნეიმარის „ბარსელონაში“ დაბრუნების შესახებ. კატალონური გამოცემა Mundo Deportivo ირწმუნება, რომ ბრაზილიელს პარიზში არაფერი მოსწონს: გუნდში თავისი როლიდან დაწყებული ქალაქის კლიმატამდე.

ფეხბურთელს „ოქროს ბურთსაც“ დაჰპირდნენ, მაგრამ ამ ჯილდოზე „პსჟ“-მ არც კი დაასახელა. ამასთან, მის მიღწევებს ახალგაზრდა მბაპე ჩრდილავს, რომელსაც მასზე ნაკლები გოლი არ გააქვს და თანაც მედიისა და გულშემატკივრებისგან მეტ ყურადღებას იპყრობს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, „ბარსელონას“ ფეხბურთელები „პსჟ“-ში გადასვლის გამო ნეიმარს მოღალატედ არ თვლიან. თანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელთან დადებულ ხელშეკრულებაში არის მუხლი, რომლის თანახმადაც, მომავალ ზაფხულს მას შეეძლება დაემშვიდობოს გუნდს, მაგრამ ტრანსფერში „ბარსელონას“, ან თუნდაც სხვა კლუბს 220 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს პარიზელებისთვის.

„პსჟ“-მ ნეიმარში 2017 წელს 222 მილიონი ევრო გადაიხადა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.