ქერჩის კოლეჯზე თავდამსხმელს უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალავენ

ქერჩის კოლეჯის სტუდენტ ვლად როსლიაკოვს, რომელმაც ამ სასწავლებელში 21 ადამიანი მოკლა, რამდენიმე ათეული კი დაჭრა, სასაფლაოზე უპატრონოების სექტორში დაასაფლავებენ. ამის შესახებ რუსული მედია ირწმუნება.
თუმცა, ეს დაკრძალვა ორ კვირაში შედგება, ვინაიდან მანამ ცხედარს რამდენიმე პროცედურა უნდა ჩაუტარდეს. სამედიცინო ექსპერტებმა უნდა შეამოწმონ მის ორგანიზმში ნარკოტიკის, ან ალკოჰოლის კვალის არსებობა.
17 ოქტომბერს დღისით 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ცეცხლი გახსნა ბოლოს კი თავი მოიკლა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი, 74 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, როსლიაკოვი ამავე კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო.
გამოძიებამ თავდაპირველად თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა მოგვიანებით, მკვლელობად გადააკვალიფიცირა.
მომხდარის გამო ქერჩში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ქერჩის კოლეჯის სტუდენტ ვლად როსლიაკოვს, რომელმაც ამ სასწავლებელში 21 ადამიანი მოკლა, რამდენიმე ათეული კი დაჭრა, სასაფლაოზე უპატრონოების სექტორში დაასაფლავებენ. ამის შესახებ რუსული მედია ირწმუნება.თუმცა, ეს დაკრძალვა ორ კვირაში შედგება, ვინაიდან მანამ ცხედარს რამდენიმე პროცედურა უნდა ჩაუტარდეს. სამედიცინო ექსპერტებმა უნდა შეამოწმონ მის ორგანიზმში ნარკოტიკის, ან ალკოჰოლის კვალის არსებობა.
17 ოქტომბერს დღისით 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ცეცხლი გახსნა ბოლოს კი თავი მოიკლა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი, 74 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, როსლიაკოვი ამავე კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო.
გამოძიებამ თავდაპირველად თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა მოგვიანებით, მკვლელობად გადააკვალიფიცირა.
მომხდარის გამო ქერჩში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.წყარო