უმცროსი ჯორჯ ბუშის ქალიშვილის თქმით, თეთრ სახლში მოჩვენებებია

აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის უმცროსი ჯორჯ ბუშის ქალიშვილმა ჯენამ ტელეარხ NBC-ზე შოუში თქვა, რომ თეთრ სახლში მოჩვენებები ბინადრობენ. ინფორმაციას გამოცემა Huffington Post-ი ავრცელებს.
ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი ამბობს, რომ ერთ საღამოს ერთ-ერთ ოთახში, რომელშიც მას დასთან, ბარბარასთან ერთად ეძინა, ბუხრიდან 1920-იანი წლების მუსიკის ხმები გაისმა. რამდენიმე კვირაში იგივე განმეორდა, თუმცა ამჯერად ბუხრიდან უკვე საოპერო არიები ისმოდა, - თქვა შოუში ჯენა ბუშმა
ჯენა და ბარბარა ბუშები 1981 წელს დაიბადნენ. როცა უმცროსი ჯორჯ ბუში პრეზიდენტი გახდა, დები მაშინ 19 წლის იყვნენ. 2001 წელს ჯენა ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტში დააკავეს, მას 21 წლამდე მიუღწეველი პირების მიერ ალკოჰოლის შენახვის წესების დარღვევა დასდეს ბრალად.
წყარო