Header Ads

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ სხედან კაცები დიდხანს საპირფარეშოში

სააბაზანო ოთახი

ის, რომ კაცები საეჭვოდ დიდხანს გაუჩინარდებიან სააბაზანოში, ერთხელ მაინც ყველა ქალს შეუნიშნავს. ბრიტანულმა ფირმამ  Pebble Grey-მ, რომელიც სააბაზანო ოთახების განათების ბიზნესითაა დაკავებული, 1000 კაცის მონაწილეობით კვლევა ჩაატარა. ამ უცნაური კვლევის შესახენ Focus-მა დაწერა.

„შეიძლება ბანალურია, მაგრამ სიმართლეა, რომ კაცები საპირფარეშოში მშვიდ ადგილს პოულობენ. გამოკითხული კაცების 45% ამბობს, რომ როცა მათი ცოლი, პარტნიორი ან ბავშვები განსაკუთრებულად მოქმედებენ მათ ნერვიულ სისტემაზე, ისინი განმარტოებას საპირფარეშოში ახერხებენ. 25%-ის თქმით, კი სააბაზანოში განმარტოების გარეშე ვერც კი წარმოუდგენიათ როგორ მოახერხებდნენ ყოველდღიურ სირთულეებს გამკლავებოდნენ. გამოკითხულების 23% ამბობს, რომ ტუალეტი მათი „უსაფრთხოების კუნძულია“.

მიუხედავად იმისა, რომ კაცებს სააბაზანო ოთახი განმარტოების საუკეთესო ადგილად მიაჩნიათ, ამ ოთახის დასუფთავების პრეროგატივა მათი აზრით მაინც ქალებს ეკუთვნით.

სრულიად საწინააღმდეგო იყო ქალების პასუხი. გამოკითხული ქალების 72 % ამბობს, რომ ტუალეტში დიდი ხნით მხოლოდ დალაგების მიზნით რჩებიან.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.