მოგადიშოში სისხლიანი ტერაქტის წლისთავზე სომალელი სიკვდილით დასაჯეს

სომალელი ჰასან ადან ისაკი, რომელიც ერთი წლის წინ სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი ტერაქტისთვის გაასამართლეს, ერთი წლის თავზე სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შარშანდელი ტერაქტის დროს, ჰასან ადან ისაკმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ააფეთქა, რასაც 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
დამნაშავე დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ, ტერაქტის დღეს დასაჯეს სიკვდილით. მაშინ ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ადგილობრივი მედია აცხადებდა, რომ ჰასან ადან ისაკი ტერორისტულ დაჯგუფება 'აშ-შაბაბთან' იყო დაკავშირებული.
2017 წლის ოქტომბერში მოგადიშოში მომხდარი, 9/11-ის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურად მიიჩნევა.
წყარო