Header Ads

ფლორიდაში პენსიონერები Voyage-ის უპილოტო ტაქსების სერვისით ისარგებლებენ

Voyage-ის ტაქსი

ფლორიდის შტატში, ორლანდოს ჩრდილო-დასავლეთიდან ასიოდე კილომეტრში არსებულ სოფლებში პენსიონერები წლის ბოლომდე ახალი სერვისით ისარგებლებენ, რაც უპილოტო ავტომობილებით მომსახურებას გულისხმობს. ამის შესახებ CNBC წერს

კომპანია Voyage მიიჩნევს, რომ უპილოტო ავტომობილების გამოსაცდელად პენსიონერთა დასახლებები საუკეთესოა, რადგან ხანში შესული ადამიანების ნაწილისთვის ავტომობილის მართვა დისკომფორტია. 

სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა Voyage-ის აპლიკაცია უნდა ჩამოწერონ. ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით აუპილოტო ავტომობილი დანიშნულების ადგილზე მივა. მსგავსი შეთავაზება უკვე აქვს Uber-ს. 

Voyage-ის ტაქსები უკვე მოძრაობს სან-ხოსეში. ფლორიდა მეორე იქნება, სადაც კომპანია სერვისს შესთავაზებს ადგილობრივებს. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.