Header Ads

პოლონეთში გეი აღლუმზე შეტაკება მოხდა

პოლონეთის ქალაქ ლიუბლინში პოლიციამ მასობრივი არეულობის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება. 

დაახლოებით 300 რადიკალი აქტივისტი შეეცადა ქალაქის ისტიორიაში პირველი გეი აღლუმისთვის ხელი შეეშალა. მათ წინააღმდეგობას ლგბტ თემის 1000-მდე წარმომადგენელი უწევდა. 

რადიკალებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის გამოც სამართალდამცველებმა საპასუხო ზომები მიიღეს. ამის შემდეგ მსვლელობა გაგრძელდა. 

ქალაქის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ აქციის გამართვა აკრძალა, რათა არეულობა თავიდან აერიდებინა. თუმცა ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.