ბავარიის საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან-სოციალური კავშირი ლიდერობს

ბავარიაში საარჩევნო უბნები დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, ანგელა მერკელის პარტია 'ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის' პარტნიორი პარტია 'ქრისტიან-სოციალური კავშირი' არჩევნებში ლიდერობს. ეგზიტპოლის თანახმად, მას 35.5% აქვს.
თუმცა, ამ შედეგის მიუხედავად, ბავარიის ადგილობრივ პარლამენტში, 'ქრისტიან-სოციალური' კავშირი სრულ უმრავლეობას ვერ მოიპოვებს და ვერ შეძლებს ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლად ფორმირებას. პარტიის ლიდერი თომას კროიცერი წინასწარი შედეგებით უკმაყოფილოა.
მემარჯვენე პარტია 'ალტერნატივა გერმანიისთვის' 11%-ს აგროვებს და ამ მონაცემით, პირველად ხვდება ბავარიის პარლამენტში.
პარტია 'თავისუფალი ამომრჩეველი' კი ადგილობრივ პარლამენტში მესამე პოლიტიკური ძალა იქნება. წინასწარი მონაცემებით პარტიას 11.5% აქვს.
Germany (Bavarian state election), FGW exit poll: Centre-right CSU (EPP) loses majority. Other coalition possibilities: #ltwbayern #ltwby #ltwby18 #bayern pic.twitter.com/rBCjM1k9AB
— Europe Elects (@EuropeElects) October 14, 2018
ბავარიაში საარჩევნო უბნები დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, ანგელა მერკელის პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" პარტნიორი პარტია "ქრისტიან-სოციალური კავშირი" არჩევნებში ლიდერობს. ეგზიტპოლის თანახმად, მას 35.5% აქვს.
თუმცა, ამ შედეგის მიუხედავად, ბავარიის ადგილობრივ პარლამენტში, "ქრისტიან-სოციალური" კავშირი სრულ უმრავლეობას ვერ მოიპოვებს და ვერ შეძლებს ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლად ფორმირებას. პარტიის ლიდერი თომას კროიცერი წინასწარი შედეგებით უკმაყოფილოა.
მემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" 11%-ს აგროვებს და ამ მონაცემით, პირველად ხვდება ბავარიის პარლამენტში.
პარტია "თავისუფალი ამომრჩეველი" კი ადგილობრივ პარლამენტში მესამე პოლიტიკური ძალა იქნება. წინასწარი მონაცემებით პარტიას 11.5% აქვს.
Germany (Bavarian state election), FGW exit poll: Centre-right CSU (EPP) loses majority.
Other coalition possibilities: #ltwbayern #ltwby #ltwby18 #bayern pic.twitter.com/rBCjM1k9AB
— Europe Elects (@EuropeElects) October 14, 2018წყარო
