Header Ads

საფრანგეთის ალპებში მონადირის ტყვიას ველოსიპედისტი ემსხვერპლა

შვეიცარიის ალპები

34 წლის ბრიტანელი სამთო ველოსიპედისტი საფრანგეთის ალპებში მონადირეს ემსხვერპლა. მას მონადირის ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც შვეიცარიის საზღვართან ახლოს, ტყის მასივის გავლით მიდიოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თავად მსროლელი, 22 წლის ბიჭი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოხვდა. თვითმხილველების თქმით, ველოსიპედისტს მუქი ფერის სამოსი ეცვა და თოვლში ადვილი შესამჩნევი იყო. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში საფრანგეთში ნადირობისას შემთხვევით 20-მდე ადამიანი დაიღუპა. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.