საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობას გეგმავს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) საერთაშორისო ბაზარზე სავაჭრო ოპერაციების დაწყებას აპირებს. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ შვეიცარიაში შვილობილი GOGC TRADING-ი დააფუძნა. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
კომპანია GOGC TRADING-მა საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობით და სხვადასხვა ნავთობპროდუქტით ვაჭრობის გარდა, ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხებიც უნდა მოაგვაროს.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ამბობენ, რომ GOGC TRADING-ს ვაჭრობა ჯერ არ დაუწყია, მიმდინარეობს კომპანიის ფორმირების პროცესი და სამომავლო სავაჭრო-საფინანსო პარტნიორებთან მოლაპარაკებები/კონსულტაციები.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას და გრძელვადიან ზრდას.
წყარო