Header Ads

საქართველოში ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი ჩატარდება

ეპასი

საქართველო, 16 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო მინისტერიალს უმასპინძლებს. ინფორმაციას განათლების, სპორტის, კულტურისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტერიალის ფარგლებში, თბილისს ეწვევიან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები, ასევე საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

თბილისის მინისტერიალის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 2 საკვანძო საკითხი: სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა და სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი - 2018 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. 

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.