Header Ads

Facebook-ის თამაშების ჰაბი Androd აპლიკაციაზე ამოქმედდა

Fb.gg

Facebook-ის ახალი სათამაშო ჰაბი ლიმიტირებული Beta ვერსიით Android-ზე გამოვიდა. თამაშის მოყვარულებისთვის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ Engadget-ი წერს

როგორც ირკვევა, მობილური აპლიკაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ფილიპინებშია ხელმისაწვდომი. გეიმერების ჰაბის სპიკერმა განაცხადა, რომ აპლიკაცია მხოლოდ შეზღუდული ფუნქციებით მუშაობს. სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში Fb.gg-ს მოყვარულებს დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. 

„მობილური აპლიკაციის ვერსიას ვცდით. ჩვენი მიზანია მომხმარებლებმა სმარტფონებში თამაშები ერთ სივრცეში, მარტივად იპოვონ. სატესტო ვერსის შემდეგ გადავწყვეტთ გავაფართოოთ თუ არა სერვისი. გეიმერების გამოხმაურებაზე ბევრი იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა Fb.gg-ს სპიკერმა. 

Beta is exclusively in Philippines but here are some screenshots I got pic.twitter.com/kU3NeK6nGi

— Monte Thigpen Ⓜ️ ✪ (@mot427) October 12, 2018წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.