Header Ads

მილანში ჩიტმა XVII საუკუნის ნახატი დააზიანა

ნახატი

მილანში ჩიტმა XVII საუკუნეში მოღვაწე მხატვრის ფილიპო აბიატის ნახატი დააზიანა. მთავრობას ტილოს რესტავრაცია 4 000 ევრო დაუჯდა. ამის შესახებ Corriere della Sera წერს. 

გაზეთის ცნობით, შემთხვევა ზაფხულში, ძლიერი სიცხის დროს მოხდა. სავარაუდოდ, ჩიტი დარბაზში ღია ფანჯრიდან შეფრინდა და ნახატი დააზიანა. 

ეს ტილო სფორცას ციხესიმაგრეში საათების სასახლეში ინახება. მილანის მერიის ცნობით, ნახატს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის თავის ადგილს დაუბრუნდა.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.