Header Ads

კოლორადოში სასჯელი „მონობა“ გაუქმდა

დენვერი, კოლორადოს შტატი



კოლორადოს მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ შტატში მონობის ყველა სახეობა გააუქმონ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გააუქმა, თუმცა კონსტიტუციის მე-13 შესწორების მიხედვით, „შეერთებული შტატების ფარგლებში, ან სხვა ასეთ ადგილას, სადაც ვრცელდება მისი იურისდიქცია, არ უნდა არსებობდეს არც მონობა და არც იძულებითი შრომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ეხება სასჯელს ჩადენილი დანაშაულისათვის, რომელიც დამსახურებისამებრ უნდა მიეზღოს დამნაშავეს“.


ამჯერად შტატის მოსახლეობის 65%-ის გადაწყვეტილებით, კოლორადოში დასჯის მიზნით მონობაც გაუქმდება.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%af%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9d/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.