თბილისის ერთ-ერთი ბაღის მოსწავლეებმა სპილო...

თბილისის მე-100 საბავშვო ბაღის მოსწავლეებმა სპილო გრანდს, რომელსაც წინა კვირაში ოპერაცია გაუკეთს, წერილები გაუგზავნეს.
აღსაზრდელები თბილისის ზოოპარკის ბინადარს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებენ და მადლობას უხდიან იმ ვეტექიმებს, ვინც მას ოპერაცია გაუკეთა.
31 ოქტომბერს სპილო გრანდის ოთხსაათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
სპილო გრანდი თავს კარგად გრძნობს. სამხრეთ აფრიკიდან მოწვეული მედიკოსები ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გრანდისთვის ეს მეორე ოპერაციაა. მას დაზიანებული ეშვი ამოუღეს.
ცხოველი ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის.
თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია დილით, 10 საათზე დაიწყო. BBC ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს.
https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b/
