საქართველოს ფოსტის მარკაზე მშვიდობის ხიდს...

საქართველოს ფოსტამ ერთ-ერთ მარკაზე, მშვიდობის ხიდს ინგლისურ ენაზე თავისუფლების ხიდი (Freedom Bridge) დააწერა. ამის შესახებ On.ge წერს. ფოსტაში აცხადებენ, რომ ხიდს თავიდან თავისუფლების ხიდი ერქვა, მოგვიანებით სახელი შეეცვალა და დაერქვა მშვიდობის ხიდი. პრესსამსახურის განმარტებით, Google-ში ძიებისას სახელის ორივე ვარიანტი იძებნება:
‘ორივე სახელი შერჩა ხიდს, ამიტომ დიზაინერმა გადაწყვიტა, ორივე გამოეყენებინა მარკაზე’, – აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.
თბილისის რიგით მე-11 ხიდი იტალიელმა არქიტექტორმა, მიკელე დე ლუკიმ 2009-10 წლებში ააგო. მან 2011 წელს წიგნი გამოსცა სახელწოდებით ‘მშვიდობის ხიდი’ (Il Ponte della Pace).
https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%90/
