Header Ads

კახეთში 332 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა

მოსწავლეები დააჯილდოვეს



სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კახეთის რეგიონის 332 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდა. ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, „ილიაობის“ დღესასწაულზე გაიმართა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.


მოსწავლეთა წახალისების პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, მიზნად ისახავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას. თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.


პროექტის ბენეფიციარები საჯარო სკოლის მოსწავლეებია, რომელთაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).


გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 2582 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი 2971 მოსწავლეა. გასულ წელს კახეთში 282 მოსწავლე დაჯილდოვდა.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-332-%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.