Header Ads

თავდაცვის სამინისტრო ყოფილ სამხედრო...

თავდაცვის სამინისტრო



საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ნუ ეცდებიან ჩარიონ შეირაღებული ძალები პოლიტიკურ და საარჩევნო კამპანიაში. ასე გამოეხმაურა თავდაცვის უწყება ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების განცხადებას, რომელიც მათ მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთეს.


მუხათგვერდის სასაფლაოზე გენერალმა დევი ჭანკოტაძემ მოსახლეობას მოუწოდა, არ მისცეს ხმა იმ პრეზიდენტს, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს.


თავდაცვის სამინისტრო განცხადებაში, უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ არც დევი ჭანკოტაძე და არც მასთან ერთად მყოფი პირები (ვინც მუხათგვერდის სასაფლაოდან განცხადება გააკეთა) მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები აღარ არიან.


‘გვინდა გამოვეხმაუროთ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, კონკრეტულად კი გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომელიც მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე გააკეთა. პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ, რომ დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და წლებია აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა, მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია, სამხედო ფორმით პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზაციის მცდელობა. აღნიშნული ქმედება, დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის. მოცემული განმარტების მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ შეიქმნას ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს შეიარღებული ძალები პოლიტიკურად მიკერძოებულია. საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და ის არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქესა და პოლიტიკური გაერთიანების წევრს, ნუ ეცდება შეიარაღებული ძალების რაიმე ფორმით ჩართვას პოლიტიკურ, თუ საარჩევნო კამპანიაში’, – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


დევი ჭანკოტაძემ თქვა, რომ საქართველოს ‘არ დაუწყია ომი და საქართველოს ჯარს არ დაუბომბავს მძინარე ქალაქი’. 


‘რამდენიმე კვირაში საქართველო აირჩევს პრეზიდენტს, საქართველოს ჯარის უმაღლეს მთვარსარდალს. ეს არ შეიძლება, იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშულებს საქართველოს ომის დაწყებაში. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს. ჩვენი გმირები – ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები გაასამართლოს.


მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და მთვარსარდალი“, – თქვა დევი ჭანკოტაძე თავის მიმართვაში.


დევი ჭანკოტაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობდა. საქართველოს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 2009 წლის მარტიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო და ეს თანამდებობა 2012 წლის 8 ოქტომბრამდე ეკავა.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.