Header Ads

დღეს რაღაც შეუვალი გინდოდათ ყოფილიყავით,...

დღეს რაღაც შეუვალი გინდოდათ ყოფილიყავით, ხომ არ დაგავიწყდათ პანკისის და კოდორის დაცვის ოპერაციები? - ლევან ამირიძის პასუხი


თადარიგის მაიორი ლევან ამირიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსის მოადგილე (2000-2004წწ) დევი ჭანკოტაძის მიერ დღეს გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებას და გრიგოლ ვაშაძის მიმართ მხარდაჭერის მოწოდებას ეხმიანება.


ღენერალი ჭანკოტაძე დღეს კაგებეს და მის კომისარ ბატიუშა გრეგორის უცხადებს მხარდაჭერას და ამავე დროს 2008 წლის ომის გმირებს ეფარება ზურგს უკან. გასაგებია, რომ ეს კაცი ღირსებასთან მწყრალად არის, მაგრამ იქნებ იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნოთ, როდესაც ჯარისკაცის საფლავთან დგახართ პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოთ და უბრალოდ დადუმდეთ.


დღეს, როგორც გულდამწვარმა მამულიშვილმა და მოამაგემ ისე მოიხსენიეთ ომგამოვლილი ოფიცრები და ჯარისკაცები. არა და არსოდეს მინახიხართ ვეტერანების არცერთ შეკრებაზე, არც ჭირში და არც ლხინში. თუ მეხსიერება არ მღალატობს თქვენ ის გენერალი ხართ, 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების მართვას კასპიდან რომ ცდილობდით.


დღეს რაღაც შეუვალი გინდოდათ რომ ყოფილიყავით, მაგრამ არ გამოგდით ღია სივრცეშიც კი.ხომ არ დაგავიწყდათ პანკისის ხეობის და კოდორის ხეობის დაცვის ოპერაციები, როდესაც გენერალმა კობალაძემ კოდორში ვერ გამოგიტყუათ იმიტომ, რომ დახურული სივრცის და სიმაღლის გეშინოდათ,  თურმე გონებას კარგავდით ვერტმფრენშიალბათ გაიძულეს ნაციონალებმა რომ დღეს გამომხტარიყავით და მსგავსი განცხადებები გაგეკეთებინათ თქვენივე ბნელი წარსულიდან გამომდინარე.


ამისთვის strelebi-ის ამბავიც ეყოფოდათ დამერწმუნეთ..არადა ეგ კარგად ეხერხებათ თქვენი კუმირის ჯაზ ბანდას.თქვენ ის გენერალი ხართ, რომელმაც შიშით ცნობაც კი ვერ გაეცით გენერალური შტაბიდან სასამართლოში წარსადგენად,უდანაშაულოდ დაჭერილი გენერალი კობა კობალაძისთვის,რომ მან სამხედრო აღჭურვილობა ნამდვილად თავდაცვის სამინისტროდან მიიღო 2008 წლის ომის დროს..ასე,რომ იმაზე მაღლა ნუ მოინდომებთ ახტომას რაც წელს ქვემოთ არის. წერს ლევან ამირიძე.


დევი ჭანკოტაძის განცხადებას ასევე გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტრო:


თავდაცვის სამინისტრო დევი ჭანკოტაძის განცხადებას პასუხობს



https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/09/%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%9d/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.