დიდ ბრიტანეთში შავ-თეთრ ტელევიზორებს ისევ...

დიდ ბრიტანეთში შავ-თეთრი ეკრანით ტელევიზორებს 7 000-მდე ოჯახში ჯერ კიდევ იყენებენ. ამასთან ქვეყანა უკვე კარგა ხანია ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდა. ყველაზე მეტი შავ-თეთრი ტელევიზორი ლონდონშია, შემდეგ მოდის ბირმინგემი და მანჩესტერი. შავ-თეთრი ტელევიზორების სტატისტიკა Independent-მა გამოაქვეყნა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ტელევიზორის ყურებაში ფულს იხდიან, მათ შორის ფულს შავ-თეთრი ტელევიზორების ყურებისთვისაც იხდიან, თუმცა გადასახადი გაცილებით ნაკლებია.
თუკი შავ-თეთრი ტელევიზორის მფლობელები გადასახადის სახით ყოველწლიურად 50 ფუნტს იხდიან, მათთვის ვისაც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ტელევიზორები აქვთ, გადახადი გასამმაგებულია.
https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a0-%e1%83%a2/
