აშშ-ის საელჩო: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს...
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ,,ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან. მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ამის შესახებ ამერიკის საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ამერიკელი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1-კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონო ბორდერიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, „ცხელი ხაზი“ გააქტიურებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი ინფორმირებულია.
https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a8-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a9%e1%83%9d-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93/
