Header Ads

Samsung-მა დასაკეცი სმარტფონი წარადგინა

Samsung foldable phone



რამდენიმეკვირიანი ტესტირების შემდეგ Samsung-მა დასაკეცი (OLED) სმარტფონი წარადგინა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს


კომპანია გაჯეტს დასაკეც სმარტფონს უწოდებს. მობილური ტელეფონი პლანშეტის ზომისაა და ის მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ზომაზე იკეცება. ამ ფორმით Samsung-ი შეეცადა, ახალი სმარტფონი ტაბლეტს არ დამსგავსებოდა და გაჯეტს მობილური ტელეფონის ვიზუალი შეენარჩუნებინა. 


სან-ფრანცისკოში გამართულ ღონისძიებაზე, კომპანიის წარმომადგენელმა დასძინა, რომ Samsung-ის ახალი პროდუქტის ეკრანის დიაგონალი 18.5 სანტიმეტრია. პრეზენტაციის დროს დეველოპერებს სმარტფონის გამოცდის საშუალება არ ჰქონდათ. 


ამ ტექნოლოგიაზე მუშაობენ სხვა კომპანიებიც. Huawei განმარტავს, რომ დასაკეც 5G სმარტფონს 2019 წლის მეორე ნახევარში წარადგენს. 


მოწყობილობის წარმოება ნოემბერში დაიწყება და კომპანია თვეში დაახლოებით 100,000 ეგზემპლარს გამოუშვებს. გაჯეტი ოფიციალურად MWC 2019-ზე გაეშვება და მისი სავარაუდო ღირებულება $1500-2000 იქნება.



წყარო


https://geoinformer.tk https://geoinformer.tk/2018/11/08/samsung-%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%90/
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.