Header Ads

საქართველოს 2018 წლის ფალავანი ბექა...

საქართველოს 2018 წლის ფალავანი ბექა...

ბექა ბერძენიშვილი



დღეს საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა. ტურნირზე მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 80 კგ. კატეგორიაში გიორგი მახარაშვილმა გაიმარჯვა, 90 კგ-ში- გიორგი პაპუნაშვილმა, 100 კგ-ში – ლაშა ტაველურმა, ხოლო +100 კგ-ში – ლევან მატიაშვილმა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.


წლის საუკეთესო ქართველი ფალავანის ტიტულისთვის ერთმანეთს ბექა ბერძენიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი დაუპირისპირდნენ. 2018 წლის ფალავნის ტიტული ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვა. საქართველოს ფალავანს 35 000 ლარი გადაეცა.


წლის ფალავანი 1928 წლიდან ვლინდება. იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.