ოპოზიციამ გმირთა მემორიალთან სალომე...
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალა ერთობაშიას მხარდამჭერებთან ერთად გმირთა მოედანზე აქცია გამართა. შეკრებილები სალომე ზურაბიშვილის მემორიალთან მისვლას აპროტესტებდნენ.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისინი ინაუგურაციის ფარგლებში აპირებდნენ აქციის გამართვას, რადგან ზურაბიშვილს ადგილზე მისვლის საშუალება არ ჰქონოდა. თუმცა არჩეული პრეზიდენტი წინასწარ ისე მივიდა მემორიალთან, რომ არავინ იცოდა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი რუსეთის ინტერესებს გამტარია და ფიქრობენ, რომ მას მემორიალთან მისვლის უფლება არ აქვს.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ილია ჭავჭავაძის საფლთავთან მივიდა და პატივი მიაგო მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულ ღვაწლმოსილ ადამიანებს.
დღესვე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ხვალ ქალაქ თელავში გაიმართება.