Header Ads

ნაციონალების ოპოზიციური ერთობა თელავში...

ნაციონალების ოპოზიციური ერთობა თელავში...



16 დეკემბერს, 14:00 საათზე, თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლები აქციას გამართავენ.  აქცია თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.


ოპოზიციის წარმომადგენლები 16 დეკემბერს, დილის 9 საათიდან აეროპორტის გზაზე მდებარე ცენტრალური ოფისიდან თელავისკენ გაემართებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება ერქვას საქართველოს პრეზიდენტი“.


ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციურმა ჯგუფმა „ძალა ერთობაშია“ 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, რუსთაველის ქუჩაზე  საპროტესტო აქციის ჩასატარებლად თელავის მერიის კანცელარიას 12 დეკემბერს ჩააბარა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელ პირებს აცნობა, რომ 16 დეკემბრის აქციას ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის არსებულ პერიმეტრზე გამართავენ.


ოპოზიციას თელავში აქციის გამართვაზე უარი ეთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ადასტურებს. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი ადგილის ნაცვლად, მათ მერიამ სხვა ადგილზე შესთავა აქციის გამართვა.


თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.