აშშ-ის საზღვარზე მამასთან ერთად დაკავებული 7...
7 წლის გვატემალელი გოგო, რომელიც მამასთან ერთად აშშ-ის საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს არალეგალი მიგრანტების თავშესაფარში გადაყვანის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
ჟაკელინთან ერთად კიდევ 160 ადამიანი ანტელოპ-უელსის გამშვები პუნქტის მახლობლად დააკავეს. გოგოს შესაბამისი დახმარება სამედიცინო პერსონალის არარსებობის გამო საათნახევრის განმავლობაში ვერ ჩაუტარდა
ჟაკელინმა გონება სწორედ თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე, ავტობუსში დაკარგა. მანამდე ის თავს შეუძლოდ გრძნობდა და მამამ ამის შესახებ მესაზღვრეებს შეატყობინა, მაგრამ ბავშვის მდგომარეობა არავინ გაითვალისწინა.
ცენტრში მისულ ბავშვს სამედიცინო პერსონალი შემოეხვია, ის ვერტმფრენით ელ პასოს საავადმყოფოშიც გადაიყვანეს, თუმცა დახმარება უკვე დაგვიანებული იყო. ბავშვს გული გაუჩერდა.
მანამდე აშშ-ის ოფიციოზი აცხადებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მექსიკის საზღვართან აშენებული არალეგალი მიგრანტების ცენტრები ქალებისა და ბავშვებისთვის არ იყო გათვალისწინებული.