Header Ads

პასკალ მენიე: საქართველოს პრეზიდენტის...

პასკალ მენიე: საქართველოს პრეზიდენტის...

პასკალ მენიე



საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ბევრი ფრანგი ჩამოდის, ეს ბუნებრივია, რადგან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.


მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, მაგრამ მას იქ ბევრი მეგობარი ჰყავს.


„ბევრი ფრანგი ჩამოდის, რაც საკმაოდ ბუნებრივია, რადგან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო. მან უარი თქვა მოქალაქეობაზე და ეს მაშინ საფრანგეთის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, თუმცა მას საფრანგეთში ბევრი მეგობარი ჰყავს. ასე რომ ვფიქრობ, ეს ჩვენთვის და საქართველოსთვის კარგი საშუალებაა, რადგან საერთაშორისო მასშტაბით მეტ ყურადღებას მოიზიდავს“, – განაცხადა პასკალ მენიემ.


მისი თქმით, ინაუგურაციაზე დასასწრებად საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში ხვალ ჩამოვა.


ხვალ დილიდან თელავის ცენტრში გადაადგილება შეიზღუდება. ღონისძიებები მხოლოდ თელავში გაიმართება. რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების შემდეგ კი მოწვეული სტუმრები წინანდლის ნაცვლად თელავის თეატრში გადაინაცვლებენ, სადაც საზეიმო მიღება დაიწყება.


ხვალ თელავში 50 ქვეყნის 150 წარმომადგენელს ელოდებიან, მათ შორის იქნებიან პარლამენტის სპიკერები, ვიცეპრემიერები , მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.


ინაუგურაციის დღეს სტუმრები ანსამბლ „რუსთავის“, „ერისიონისა“ და ქართული ხმების შესრულებით კახურ მრავალჟამიერსაც მოისმენენ. აჟღერდება სახელმწიფო ჰიმდი.


ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთს  გაგრძელდება.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.