Header Ads

ეუთოს დოკუმენტში პირველადაა საუბარი...

ეუთოს დოკუმენტში პირველადაა საუბარი...

ეუთო

მილანში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე შეხვედრის ფარგლებში, მსოფლიოს 12-მა ქვეყანამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ეუთოს დოკუმენტებში პირველადაა საუბარი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებულ განცხადებას აფასებს. 

მისი თქმით, განცხადება შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

„ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში მიღებულია მნიშვნელოვანი განცხადება საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრების მხრიდან, რომელიც ეხება საქართველოში და კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად ეუთოს დოკუმენტებში იქნება საუბარი ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაზე და ამ დოკუმენტში ხაზგასმულია მიუღებლობა ამ საშინელი მკვლელობის და აუცილებელია, რომ ეუთოს თანამეგობრობის და წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ადეკვატური ზომები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ ეუთოში, სადაც რუსეთის ფედერაცია ყოველთვის ცდილობს ვეტოს უფლებით დაბლოკოს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, მეგობართა ჯგუფი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, იმისათვის, რომ ორგანიზაციის დღის წესრიგში სათანადო სიმწვავით იდგეს საქართველოს საკითხი. 

საქართველოს მეგობართა ჯგუფში შედიან აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა. ჩეხეთი განცხადებას წელს შეუერთდა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 30-ზე მეტი პირია. 

5 მარტს ევროპულმა საქართველომ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი 106 ხმით დაამტკიცა.

რეზოლუციის თანახმად, სიაში შეიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები.

22 მარტს, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მიღების პერსპექტივას რუსეთის დუმიდან გამოეხმაურნენ და აღნიშნეს რომ დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს პარლამენტთშორისი ჯგუფის მუშაობას გაართულებს.    

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის თითქოს სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ნაწამები ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადმოსცეს.

გიგა ოთხოზორია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გიგა ოთხოზორია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წყარო

Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.