Header Ads

დონალდ ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს...

დონალდ ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს...

რექს ტილერსონი დონალდ ტრამპი



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს ჯიუტი და ზარმაცი უწოდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. 


„მაიკ პომპეო, დიდ საქმეს აკეთებს. ვამაყობ მისით. მის წინამორბედს, რექს ტილერსონს კი არ ჰქონდა შესაბამისი მენტალური შესაძლებლობები. ის ჯიუტი იყო და მისი მოშორება დროულად ვერ შევძელი. ის ძალიან ზარმაცი იყო“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი მიკრობლოგ Twitter-ზე.


დონალდ ტრამპის კომენტარს გამოეხმაურა ყოფილი სახელმწიფო მდივანი და განმარტა, რომ მან იცის რისი გაკეთებაც სურს პრეზიდენტს და რომ ეს კანონიერი არ არის. 




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.