Header Ads

“ვოცნებობ, დედას და მამას ერთხელ მაინც...

“ვოცნებობ, დედას და მამას ერთხელ მაინც...


ბექა, რეზიკო და ლიკა ობლები არიან. შარშან მათ დედა გარდაეცვალათ, რამდენიმე ხნის წინ მამაც. დაუნდობელმა დაავადებამ მათ ძვირფასი ადამიანებს სიცოცხლე წაართვა და მათი ბედნიერი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ჩერნოვეცკის ფონდის მიერ კვირაიების ოჯახის დასახმარებლად გამოცხადებულ საქველმოქმედო აქციას 517 ადამიანი გამოეხმაურა, რომლებმაც რეალური დახმარება გაუწიეს ობოლ ბავშვებს.

საქველმოქმედო აქცია გასცდა ერთჯერადი მოვლენის ფარგლებს, რამეთუ ფინანსური შემოწირულობები ამ ბავშვების სახელზე დღემდე გრძელდება! დიახ, სწორედ რომ თქვენი თანადგომა და დახმარება წარმოადგენს ამ ობოლი ბავშვებისთვის მაცოცხლებელ ძალას!

ორიოდე დღის წინ, ფონდის თანამშრომლებმა კვლავ მოინახულეს კვირაიების ოჯახი და შემოწირული თანხით შესყიდული დახმარების მორიგი პარტია 384 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი გადასცეს.

პატარების განსაკუთრებული მოწონება კამფეტებმა, ნამცხვარმა და სხვადასხვა სახის ტკბილეულმა გამოიწვია. ეს გასაკვირი არ არის, რამეთუ ისინი მოკლებულნი არიან ყველაფერ ამას, ხოლო თქვენს დახმარებას მათთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.

ბავშვებო, რაზე ოცნებობთ?

მე ვოცნებობ, რომ დედას და მამას ერთხელ მაინც ჩავეხუტო

მე მინდა, რომ ყველა ბავშვს ჰყავდეს ჯანმრთელი მშობლები

მე მინდა, რომ კარგად ვისწავლო, რადგან ასე მეუბნებოდნენ დედიკო და მამიკო

თოვლის ბაბუას თუ ელოდებით?

ჩვენთან ხშირად მოდიან ბიძიები და დეიდები, რომლებსაც მოაქვთ ტკბილეული და ხილი ისინი არიან ალბათ თოვლის ბაბუას დამხმარეები

მეგობრებო, ეს პატარები სულ უნდა გვახსოვდეს. მათ მუდმივად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა.

თუ გაქვთ სურვილი განაგრძოთ ამ ოჯახის მხარდაჭერა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოევცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კვირაების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/379-kviraia/


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.