Header Ads

მორგის ბავშვები სექტა თბილისის მიწისქვეშა...

მორგის ბავშვები სექტა თბილისის მიწისქვეშა...


თბი­ლის­ში არ­სე­ბობს ერთი სექ­ტის­მაგ­ვა­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, ცნო­ბი­ლი, რო­გორც „მორ­გის“ ბავ­შვე­ბი, ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია „სა­ქარ­თვე­ლო­ში ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შვე­ბის კვლე­ვის“ შე­დე­გებ­ში, რო­მე­ლიც გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის მიერ ჩა­ტარ­და და რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია დღეს გა­ი­მარ­თა.

რო­გორც კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქუ­ჩის ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის ზო­გი­ერ­თი ქვეჯ­გუ­ფი ბან­დის ტი­პის სტრუქ­ტუ­რას ქმნის.

„ასე­თი ჯგუ­ფე­ბი შე­იძ­ლე­ბა დი­დიც იყოს და პა­ტა­რაც. მათი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ყო­ფის პრინ­ციპს ემ­ყა­რე­ბა, ანუ ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, ქა­ლა­ქის გარ­კვე­უ­ლი უბ­ნე­ბი აკონ­ტრო­ლონ იმი­სათ­ვის, რომ იქ ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის (წვრილ­მა­ნი ვაჭ­რო­ბის, მა­თხოვ­რო­ბის და ა.შ.) შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ. პე­რი­ო­დუ­ლად ასეთ დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის ჩხუ­ბი იწყე­ბა უბან­ზე კონ­ტრო­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად. რო­გორც აღი­ნიშ­ნა, ქცე­ვის შიდა კო­დექსმა და ერ­თმა­ნეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ხელი შე­უ­წყოს იმას, რომ ბავ­შვმა ქუ­ჩას თავი ვე­ღარ და­აღ­წი­ოს და კრი­მი­ნა­ლურ ან ძა­ლა­დობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იქ­ნეს ჩათ­რე­უ­ლი.

იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ არც პო­ლი­ცია და არც ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა არ იღებს რა­ი­მე კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ ზო­მებს ქუ­ჩის დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის კრი­მი­ნა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლის­ში არ­სე­ბობს ერთი სექ­ტის­მაგ­ვა­რი დაჯ­გუ­ფე­ბა (ცნო­ბი­ლი რო­გორც „მორ­გის“ ბავ­შვე­ბი). ტე­რი­ტო­რი­უ­ლად ეს დაჯ­გუ­ფე­ბა მი­წის­ქვეშ გან­ლა­გე­ბულ სივ­რცე­ში მოქ­მე­დებს. მისი ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის მო­ნა­ყო­ლის მი­ხედ­ვით, დაჯ­გუ­ფე­ბა­ში ბავ­შვე­ბის მო­ზიდ­ვა ხდე­ბა, რო­გორც ახალ­გაზ­რდე­ბის, ასე­ვე ზრდას­რუ­ლი პი­რე­ბის მიერ და ბავ­შვის მი­ღე­ბი­სას გარ­კვე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლე­ბი ტარ­დე­ბა. ბევრ ყო­ფილ წევ­რს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა აქვს. ამ დაჯ­გუ­ფე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის თქმით, მათ მიერ და­კა­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი და ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბა არ ეკა­რე­ბი­ან“, -ნათ­ქვა­მია კვლე­ვა­ში.

კვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან, ვოლდვი­ჟენ­თან, ფონდ ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან, კა­რი­ტას სა­ქარ­თვე­ლო­სა და გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ოფის­თან ერ­თად. კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა ნორ­ვე­გი­ულ­მა კვლე­ვით­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ Fafo. კვლე­ვა მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შვე­ბის ფე­ნო­მე­ნი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სის­ტე­მე­ბის უკეთ შეს­წავ­ლას, რათა შე­მუ­შავ­დეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და და­ი­ნერ­გოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.